ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში, თუ ამას ორივე ქვეყანა და შეერთებული შტატები სთხოვენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით შუამავლობა მას გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სთხოვეს, მაგრამ უარი განაცხადა, რადგან იმ დროს ისრაელის ოპოზიციის ლიდერი იყო და არა პრემიერ-მინისტრი.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის ახლა მზად არის განიხილოს შუამავლის როლი, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს „შესაფერისი დრო და შესაფერისი გარემოებები“.
„თუ ყველა შესაბამისი მხარე მთხოვს, აუცილებლად განვიხილავ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.