ვასრულებთ მზადებას ამ კვირაში დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის სამიტისთვის. ზოგადად, ეს კვირა იქნება ევროინტეგრაციის კვირა ამ სიტყვის სრული გაგებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ველოდებით სიახლეებს უკრაინისთვის. ჩვენ ველოდებით ევროკავშირში ჩვენი პარტნიორებისგან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ჩვენს ინსტიტუტებსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ თანამშრომლობის დონეს, ისევე როგორც ჩვენს პროგრესს. პროგრესს, რაც აშკარაა სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ახალ რეფორმებს ამზადებს, რომლებიც მრავალმხრივ შეცვლის სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობას და გახდის მას უფრო გამჭვირვალესა და ეფექტურს.