ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილავთ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორი კაცია საჭირო- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა საქართველოში ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.
“ჩვენ, ბუნებრივია, განვიხილავთ ამას [ავიამიმოსვლის აღდგენას], აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს. მაგრამ არის ასეთი ანდაზა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“. და თუ დუეტის ერთ-ერთ მონაწილე ყოყმანობს, მაშინ ძალით ზეწოლა არ არის საჭირო. ასეთი შესაძლებლობა არის, ხოლო როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენზე არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა კარასინმა.