ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 5, 2025 13:36 საათი

თბილისი

Jul 5 - Sat
Tbilisi, GE
27°C clear sky

ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნატოს 2024 წლის სამიტი აშშ-ში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„მომავალ წელს ნატოს ყველა წევრს ვუმასპინძლებ აშშ-ში 2024 წლის სამიტზე. ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ალიანსის – ნატოს 75 წლის იუბილეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კვლავ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ნატოსა და ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ, რომლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმაა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის