ბელარუსის მტკიცებით, შეიარაღებული ძალების მიღმა, ქვეყანას 1.5 მილიონი პოტენციური ჯარისკაცი ჰყავს. ამის შესახებ Reuters ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი ალექსანდრე ვოლფოვიჩის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
„ორგანიზაციების სტრუქტურებში, შეიარაღებული ძალების მიღმა, დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი გვყავს საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში“, – განუცხადა ვოლფოვიჩმა სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“.
Reuters-ის სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის რუს კოლეგას მხარი დაუჭირა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რომელიც უკვე ერთი წელია გრძელდება.
„მათ შორის, რუსეთს საშუალება მისცა, შეჭრილიყო ბელარუსის ტერიტორიიდან და ასევე, ახლადმობილიზებული მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე გაეწყვთნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.