ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის განცხადებით, რაც უფრო მალე მიიღებს უკრაინა მძიმე იარაღს, მით უფრო მალე დასრულდება ომი. ამის შესახებ მან ჰელსინკიში ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით. ახლა უფრო მჭიდროდ ვმუშაობთ იმისთვის რომ უკრაინას მძიმე იარაღი მიაწოდონ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. რაც უფრო მალე შევძლებთ ამას, მით მალე დასრულდება ომი“, – აცხადებს სანა მარინი.
ფინეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია.