ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 14:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ევროპამ დამნაშავე სააკაშვილის შეფარებით მიგვიყვანა წითელ ზღვრამდე, რომლითაც აქ სამოქალაქო არეულობა შეიძლება მომხდარიყო – იგივე შეცდომა მეორდება კეზერაშვილ-ადეიშვილთან მიმართებაში – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან და მისი და სახელმწიფოს ინტერესი ერთმანეთისგან განსხვავდება.

როგორც პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით განხორციელებულ დემარშზე საუბრისას განაცხადა, სააკაშვილს სურს დაუძლურდეს, რომ რამენაირად ციხიდან გავიდეს.

„ვერ გეტყვით შინაარსი რა იყო, იუსტიციის მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღების მიქცევის სურვილს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს ყურადღება ექცევა. მგონი, საზოგადოება ჩამოყალიბებულია იმ სიმართლეზე, რომ მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ, არ თანამშრომლობს ექიმებთან, ამას ექიმებიც აცხადებენ. ექიმებს აქვთ სხვა ინტერესი, მას – სხვა. სახელმწიფოს, ექიმების და ჩვენი ინტერესია, ის იყოს ჯანმრთელი იმისთვის, რომ მოიხადოს თავისი სასჯელი. მისი ინტერესია, რომ ის იყოს რაც შეიძლება დაუძლურებული, რომ იქნებ რამენაირად გავიდეს ციხიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილს სასჯელი უკვე მისჯილი ჰქონდა, ის ევროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

„დამნაშავისთვის ხელის დაფარება ახალისებს მას იმისთვის, რომ არიოს საქართველოში სიტუაცია. 4-5 წელი, სანამ ის შემოიპარებოდა საქართველოში, თავისუფლად გადაადგილდებოდა, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა, სისხლის სამართლის დამნაშავეს ხელს ართმევდნენ, ესაუბრებოდნენ, კორიდორებში დაატარებდნენ. ის პირდაპირი ჩართვებით ერთვებოდა სხვადასხვა ქალაქებიდან. პირდაპირ მართავდა პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, როგორც უკრაინის მოქალაქე და მაღალჩინოსანი. ამას ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, როცა დამნაშავე შეფარებულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანას და არ ხდება მისი საქართველოსთვის გადმოცემა. რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით, ის ახდა. ეს ადამიანი შემოიპარა და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, არავინ იცის ამ შენობაში დღეს რა იქნებოდა. ვისი ტანკი იდგებოდა ქუჩაში და რა არეულობა იქნებოდა ქვეყანაში. ჩვენ უსაფრთხოების სამსახურმა გადაგვარჩინა. სამწუხაროდ, ევროპამ, მაშინ იმით, რომ დამნაშავე შეფარებული ჰყავდა, მიგვიყვანა წითელ ზღვრამდე, რომლითაც აქ შეიძლება სამოქალაქო არეულობა ყოფილიყო.

დღეს იგივე შეცდომა მეორდება. ხედავთ, რომ კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ რამე პროტესტია გასაცხადებელი, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლება უნდა გამოხატავდეს, მაგალითად, რატომ გადაადგილდება დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ევროპაში თავისუფლად.

„მნიშვნელოვანია, ეს ორი დამნაშავე საქართველოს გადმოეცეს. თვითონაც ხომ აღიარებს დავით კეზრაშვილი, რომ ჩართულია პოლიტიკაში?! ადამიანი, რომელმაც 5 მილიონი ევრო მოჰპარა ქართველ ჯარისკაცებს, შეფარებულია ახლა ევროპის რომელიღაც ქვეყანას და მისი გადმოცემა არ ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მისთვის აუხსნელია რატომ იფარებდა ევროპის ესა თუ ის ქვეყანა მიხეილ სააკაშვილს.

„ეს არ არის სწორი და მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები