„მღვდელმსახურებმაც იმსახურონ ჯარში, მამაო ჩვენო წაიკითხონ და იარონ სანგრებში“, – ამის შესახებ ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
ინჯიას თქმით, სავალდებულო სამსახური ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს.
„სავალდებულო გაწვევა აუცილებლად უნდა იყოს. ყველამ უნდა იმსახუროს ჯარში, მათ შორის, მღვდელმსახურებმა. გაიხადოს ის [ანაფორა], თუ არ გაიხდის, დილას მამაო ჩვენო წაიკითხოს და იაროს მაგათთან ერთად სანგრებში და იმას ქნას.რატომ არ უნდა იმას ქნას? მაგანაც უნდა იმსახუროს. ეს იქნება დიდი მოტივაცია, რომ მამაო, ჩვენთან ერთად მსახურობსო. მაგარი რაღაცა იქნება. გოგონებმაც უნდა იმსახუროს, ვისაც ექნება სურვილი და ამისთვის ყველაფერი უნდა იყოს მომზადებული. ჯარიდან რომ ბრუნდება, იმას უკვე კარგი მეგობრები უნდა ჰყავდეს, განა უნდა იცოდეს მხარში დგომა, მაგან უნდა იცოდეს პირველადი დახმარება, ფელშარის სპეციალობაც უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს გამოცვლილი კაცი და არა საყურეებით მოსვლა“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.