ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 14:06 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

ოდესის პორტებში უკრაინელებმა ბირთვული ნივთიერებები მიიღეს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

ოდესის პორტებში უკრაინელებმა ბირთვული ნივთიერებები მიიღეს, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ-რესურსებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 16 თებერვალს უკრაინამ ჩერნომორსკის პორტში ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოსგან მიიღო კონტეინერი, რომელიც ბირთვულ ნივთიერებას შეიცავდა.

„19 თებერვალს ოდესის პორტში ჩაიტანეს ნივთიერება კალიფორნიუმ 252, რომელიც ატომური რეაქტორების მთლიანობის შემოწმებისთვის გამოიყენება. როდესაც ის მიიღეს, პორტში რადიოაქტიური მონიტორინგის სისტემა გამორთული იყო. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ რადიოაქტიური ნივთიერების მიმწოდებელია ამერიკული კომპანია FRONTIER TECHNOLOGY CORP, რომელიც ამზადებს რადიოაქტიური ნივთიერებების გადასატან კონტეინერებს“, – აცხადებს ზახაროვა. 

ზახაროვამ ნივთიერებაზე საუბრის დროს, ასევე, ახსენა ე.წ. „ბინძური ბომბიც“.

ზახაროვა შეეხო მოლდოვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს, დნესტრისპირეთსაც, სადაც ბოლო პერიოდში ვითარება დაძაბულია.

ზახაროვას თქმით, მსგავსი მოვლენები დნესტრისპირეთის მახლობლად შეშფოთებას იწვევს.

„შემაშფოთებელია ისიც, რომ მსგავსი მოვლენა ხდება დნესტრისპირეთის მახლობლად, სადაც კიევის რეჟიმი მიზანმიმართულად ზრდის დაძაბულობას. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის ნახსენები პორტები მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობენ. ჩნდება კითხვა, ეს პორტები და საერთო ჯამში ჰუმანიტარული დერეფნები, სხვა მიზნებითაც ხომ არ გამოიყენება? – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები