ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 14:02 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

პუტინმა რუსულ ენაში უცხო სიტყვების გამოყენება აკრძალა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს უცხო სიტყვების გამოყენებას ოფიციალური პირების გამოსვლებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კანონი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. გამონაკლისი მხოლოდ ის სიტყვებია, რომლებსაც რუსულად ანალოგი არ აქვთ.

„რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონის ავტორების აზრით, დოკუმენტმა რუსული ენა უნდა დაიცვას ბარბარიზმებისგან.

კანონი, ასევე, აწესებს კონტროლს თანამდებობის პირების მიერ თანამედროვე რუსული ლიტერატურული ენის ნორმების დაცვაზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები