ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 5, 2025 13:02 საათი

თბილისი

Jul 5 - Sat
Tbilisi, GE
27°C clear sky

რუსეთმა შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობა გაზარდა

რუსეთმა შავ ზღვაში სარაკეტო ხომალდების რაოდენობა კვლავ ხუთამდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალების პრესცენტრი ავრცელებს.

„1 მარტის მონაცემებით, შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე მტრის 17 გემი იმყოფება, მათ შორის ხუთი, „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამტანია, რაკეტების საერთო რაოდენობა კი 32-ია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის უკრაინის საზღვაო ძალებში ასევე აცხადებენ, რომ აზოვის ზღვაში მტრის ერთი გემია, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში 10.

„მათგან ხუთი სარაკეტო ხომალდია და ჯამში, „კალიბრის“ ტიპის 72 რაკეტას აერთიანებს“, – აღნიშნავს უკრაინული მხარე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის