ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:39 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

საქართველო ყველანაირად ცდილობს, რომ ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები დაბლოკოს – ინალ არძინბა

„საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტები დაბოლოს, თუმცა მას არაფერი გამოუვა“. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ამის შესახებ არძინბამ რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის საავტორო გადაცემაში განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს საელჩო სირიის რესპუბლიკაში. მათთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მუშაობის გააქტიურების საკითხებს განვიხილავთ. ასევე ვმუშაობთ ლიბანის, ავღანეთის წარმომადგენლებთან და სხვა ქვეყნებთან, რომელთა დასახელება მე არ მინდა, რადგანაც საქართველოს წარმომადგენლები, სამწუხაროდ, ჩვენი კონტაქტების დაბლოკვას ცდილობენ. ეს მათ მაინცდამაინც არ გამოსდით, მაგრამ ასეთი მცდელობები არის. თუმცა ჩვენი მიზანმიმართული პოზიციის წყალობით ჩვენ შედეგს მივაღწევთ. ახლო აღმოსავლეთი ჩვენი საერთაშორისო კონტაქტების დამყარების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ თურქეთსა და სირიაში დიდი ტრაგედია მოხდა, მიწისძვრას ათიათასობით ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. ჩვენი  წარმომადგენელი თურქეთში იმყოფებოდა ჩვენი თანამემამულეების კომპაქტური ცხოვრების ადგილებში, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. თურქეთთან ამ დრომდე დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, სირიასთან კი, ეს ურთიერთობები უკვე დამყარებული გვაქვს. ჩვენ მათ შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ.  თურქეთთან კონტაქტების გაღრმავებას ვაპირებთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონტაქტები თურქეთთან განვითარდება. ჩვენი პრეზიდენტი ესაუბრა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს და იქიდან აფხაზეთში ბავშვები მიიწვია, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდნენ და სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

არძინბას თქმით, სოხუმი და ცხინვალი ჟენევის დისკუსიებში, სადაც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განიხილება, მონაწილეობენ, მაგრამ ბოლო დროს ამ მექანიზმის მუშაობაში საერთაშორისო გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო სტაგნაცია მოხდა. სოხუმის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ეს ფორმატი საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად სჭირდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები