ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 13:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

ირაკლი კობახიძე: ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე უკვე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით – ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„1. ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე ვისი აგენტიც არ უნდა იყო. 2. ყველამ გაიგო, რომ [გარკვეული] ორგანიზაციები, სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიცაა იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბება, PVT-ის გაყალბება, როგორიც არის LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართა სამხრეთ ოსეთის. ეს ორგანიზაციები არიან სინამდვილეში არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები. 3. ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანი გეგმა, – ანუ, ენჯეობის ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ვერავინ დააბრუნებს. ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა, მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს ამისთვის და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენისას ამ კანონპროექტს. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს პარლამენტში ეს გადაწყვეტილება გაფორმდა, ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები