ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 27, 2024 04:52 საათი

თბილისი

Nov 27 - Wed
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

თურქეთმა რუსეთში იმ ტვირთების ტრანზიტი გააჩერა, რომელთა წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს

თურქეთის მთავრობამ რუსეთის მიმართულებით იმ ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ თურქეთი რუსეთში ტვირთების რეექსპორტის ძირითადი ქვეყანა გახდა. 2022 წელს თვირთბრუნვამ 9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპერტები ანკარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ თურქეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტს უკავშირებენ. ვაშინგტონი თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებით და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებით უკმაყოფილო იყო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები