ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:49 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
16°C clear sky

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც დაქირავებული მებრძოლების დისკრედიტაცია დასჯადი გახდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ომის ნებისმიერი მონაწილის დისკრედიტაციას სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

„ადრე, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელი გათვალისწინებული იყო მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის საზღვარგარეთ. ახლანდელი ცვლილებით, სისხლის სამართლის სასჯელი მოჰყვება ნებისმიერი წევრის, მათ შორის მოხალისეების, იმ ორგანიზაციების ან პირების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დაკისრებული ამოცანების შესრულებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი ხუთიდან შვიდ წლამდე იზრდება.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები