ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის უკრაინაში ჩასვლასა და ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
როგორც ჩინეთის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა ბრიფინგზე განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ ზელენსკის ინიციატივას „დადებითად აფასებენ“, ჯერჯერობით ადრეა შეხვედრის კონკრეტულ თარიღზე საუბარი.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში სი ძინპინის ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვის მოლოდინები არ გამართლდა.
„რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას გეგმავს იმის ნიშანია, რომ მას სი ძინპინთან შეხვედრისას არ მიუღია მისთვის სასურველი გარანტიები. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში რუსეთისთვის კარგი შედეგით არ დასრულდა, რის შემდეგაც, ის პატარა „გამარჯვებას“ დასჯერდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.