ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 12:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

ამჯერად რუსეთის პროპაგანდა, ჩვენდა საუბედუროდ, სიმართლეს ამბობს – გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, ამ იზოლაციის პირობებში აჩვენოს, რომ ვიღაც მათ მხარესაა, თუმცა დასძენს, რომ რუსეთის პროპაგანდა ამჯერად სიმართლეს ამბობს.

„რუსეთის ხელისუფლების ამ განცხადებას უბრალოდ ქვემოდან რომ დააწერო ივანიშვილის ერთგული რაინდების ჯგუფის სახელი „ხალხის ძალა“, ერთი ერთში დაემთხვევა, არანაირი განსხვავება არ არის. ისინიც ზუსტად მაგას იძახიან, რომ დასავლეთს უნდა სისხლის ღვრა და არეულობა, მათი გზავნილიც ეგ არის. რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ განცხადებაში ამბობს ამჯერად ჩვენდა საუბედუროდ სრული სიმართლეა. იშვიათად, მაგრამ რუსეთის პროპაგანდაც სიმართლეს იძახის ხოლმე, ეს მთავრობა მათია“, – აცხადებს ბოკერია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები