ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.
ალასანიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის დღითი დღე სუსტდება.
„საშინლად გამოიყურება, სულ უფრო და უფრო სუსტად არის, რა დარჩა იმ ჩემი შვილისგან არ ვიცი. როგორ იქნება გამოკეტილი! უყურებს ამ უკრაინას და გული უსკდება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ადამიანი ვერ მოძრაობს, ორგანო აღარ აქვს ჯანმრთელი“, – აცხადება გიული ალასანია.