ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2025 13:22 საათი

თბილისი

Apr 25 - Fri
Tbilisi, GE
18°C scattered clouds

უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება და ამიტომ ის არ იარსებებს – დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინა პლანეტაზე არავის სჭირდება და ამიტომ ის არ იარსებებს.

მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით „რატომ გაქრება უკრაინა? – იმიტომ რომ არავის სჭირდება“.

მედვედევის თქმით, უკრაინა თანამედროვე სამყაროს არ სჭირდება.

„აქ ცხოვრობს მილიონობით ჩვენი თანამემამულე, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში არღვევდა ნაცისტური კიევის რეჟიმი. სწორედ მათ ვიცავთ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დროს.

უკრაინა, რომელსაც ნაცისტური ელიტა ხელმძღვანელობს, თავად მის მოქალაქეებს არ სჭირდებათ. ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება სუბ-უკრაინა. ჩვენ გვჭირდება დიდი რუსეთი

ამიტომაც 45 მილიონიდან 20-ზე ცოტა მეტი დარჩა იქ, დანარჩენები კი იძულებულნი არიან იცხოვრონ მუდმივ შფოთვასა და შიშში, ზოგიერთ უნდათ სადმე წასვლა – საძულველ პოლონეთში, ევროკავშირში, ნატოში, სურთ გახდნენ ამერიკის 52-ე შტატი“, – აღნიშნა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის