ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 2, 2025 15:49 საათი

თბილისი

Oct 2 - Thu
Tbilisi, GE
13°C overcast clouds

რუსეთის განცხადებით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წარმატებით გამოცადეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაკეტის გაშვება ასტრახანის რეგიონის „კაპუსტინ იარის” პოლიგონიდან განხორციელდა და ყაზახეთის „სარი-შანის“ პოლიგონზე არსებული იმიტირებული სამიზნე გაანადგურა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ტესტირებამ შესაძლებელი გახადა „ახალი სტრატეგიული სარაკეტო სისტემების შემუშავებაში გამოყენებული მიკროსქემის დიზაინისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორეში დარწმუნება“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის