ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ლიდერს“ დენის პუშილინს შეხვდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონის ოკუპაციის პირობებში მოქალაქეების ცხოვრების აღდგენასა და ნორმალიზებაში პუშილინს დახმარება შესთავაზა.
ცნობისთვის, პუშილინი ბელარუსში 2022 წლის ივლისში ჩავიდა, შემდეგ კი ბრესტის ციხეს ეწვია, რომელსაც თან ახლდა პარტიის ერთიანი რუსეთის გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი და რუსეთის ელჩი ბელარუსში ბორის გრიზლოვი.