ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 10:51 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
11°C clear sky

სპორტის სასახლესთან რუსულ ნომრიან ავტობუსს წითელი საღებავი შეასხეს

ხმაური იყო თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე საათია,  ავტობუსია გაჩერებული რუსული სანომრე ნიშნებით. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებმა პროტესტის ნიშნად, სატრანსპორტო საშუალებას წითელი საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს.

მოქალაქეების განმარტებით, ავტობუსის საქარე მინაზე გაკრული იყო რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ემბლემა.

„წინ, საქარე მინაზე ავტობუსს ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლიკა და ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ჩვენ, ქართველები, დავხვდეთ შესაბამისად და გავუმასპინძლდეთ. მე თუ მკითხავთ, ახლა ეს ავტობუსი უფრო ლამაზად გამოიყურება. ამბობენ, ტურისტები გვყავსო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ტურისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალოვანი რუსეთიდან“, – აცხადებს აქტივისტი ტიტე გედენიძე TV პირველთან.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ფოტოებს მომხდარის ადგილიდან „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა ავრცელებს.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები