უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვიდან მუქარებს იღებს. რუსეთის უშიშროების ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კრემლზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ დღის წესრიგში ზელენსკის ლიკვიდაციის საკითხი დგას.
„ფიზიკური ლიკვიდაციის გარდა სხვა გზა აღარ რჩება. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.
მანამდე საგანგებო განცხადება გააკეთა სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც პრეზიდენტზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმად შეაფასა და უკრაინის წინააღმდეგ ისეთი იარაღის გამოყენება მოითხოვა, რომელსაც, მისი თქმით, კიევის ტერორისტული რეჟიმის განადგურება შეუძლია.