ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 10:40 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
10°C clear sky

უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი – პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი კატასტროფაა მაგრამ ეს რუსეთის ფედერაციის მიერ არ დაწყებულა.

„გადაჭარბებული ამბიციები, ამპარტავნება და ნებაყოფლობითობა აუცილებლად გადაიქცევა ტრაგედიად. უკრაინელი ხალხი გახდა სახელმწიფო გადატრიალების და დასავლეთის გეგმების მძევალი, ეს არის უკრაინაში არსებული კატასტროფის მიზეზი“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

„ჩვენთვის, რუსეთისთვის, არ არსებობს მტრები როგორც დასავლეთში, ასევე, აღმოსავლეთში. დასავლური ელიტები კვლავ თამაშობენ ხალხზე, თესავენ ნაციონალიზმს, რათა უკარნახონ თავიანთი ნება, მათ დაავიწყდათ რა გამოიწვია ნაცისტების პრეტენზიებმა. მათი მიზანია მიაღწიონ ჩვენი ქვეყნის დაშლას და განადგურებას, გადალახონ მეორე მსოფლიო ომის შედეგები, საბოლოოდ დაარღვიონ გლობალური უსაფრთხოების სისტემა და საერთაშორისო სამართლის სისტემა და მოგუდონ განვითარების სუვერენული ცენტრი“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები