ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ნიკა მაჭუტაძის, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის შემდეგ დეპუტატი ბაჩუკი ქარდავაც ტოვებს.
„ამ დეპუტატებს შორის რამდენიმე კანდიდატს ხმა მეც მივეცი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არანაირი მოტივაცია და ინტერესი გარდა იმისა, რომ ამ კანდიდატებს შორის იყო რამდენიმე მისაღები და ბევრი მათგანი მიუღებელი „ოცნებისთვის“, არ ყოფილა.
ის რაც მოჰყვა ამ ფაქტს ჩემი კოლეგების მხრიდან, ემოციურ შეფასებებს არ ვგულისხმობ, ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის ჩვენს თანამშრომლობას ერთი ფრაქციის ფორმატში, თუმცა ვიყავი და დღესაც ვრჩები აქტიური მომხრე იმისა, რომ ოპოზიციის ერთობა არის გადამწყვეტი „ქართული ოცნების“ დამარცხების საქმეში“, – აცხადებს ქარდავა.