დაპირისპირება საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ჩიხია და მსოფლიო ცენტრებს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა ავიცილოთ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად „მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგია საჭირო“.
„დაპირისპირების რეჟიმში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება ჩიხში შედის. აუცილებელია მსოფლიო ცენტრებს შორის უაზრო და უკიდურესად საშიში დაპირისპირების თავიდან აცილება. მსოფლიო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს განვითარებული მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი არა ძალით, არამედ სამართლებრივი რეგულირებით. გარდა ამისა, ყველა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენული თანასწორობის პრინციპის პატივისცემა“, – განაცხადა ლავროვმა.