აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა არ უპასუხა კითხვას, რომელიც უკრაინული ძალების მხრიდან კონტრშეტევის დაწყებას ეხებოდა.
„მოდით, თავად უკრაინელებმა დაახასიათონ და აღწერონ რას აკეთებენ. ნება მომეცით ვთქვა, რომ უკრაინის ზოგიერთ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები, როგორც ეს ახლახან ვნახეთ ბახმუტის გარშემო“, – განაცხადა სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ კონტრშეტევა უფრო გაძლიერებულად დაიწყოს.
ზელენსკიმ თქვა, რომ ამისთვის საჭირო იყო დასავლეთის მიერ შეპირებული სამხედრო დახმარების უკლებლივ მიღება.