ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 30, 2024 04:03 საათი

თბილისი

აპრ 30 - სამ
Tbilisi, GE
17°C clear sky

გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების დროა – ანტონიო გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, დრო მოვიდა როგორც უშიშროების საბჭოს, ასევე ბრეტონ-ვუდსის სისტემის რეფორმირება დაიწყოს, რადგან ეს ინსტიტუტები „დღევანდელი მსოფლიოს რეალობასთან“ თანხვედრაში ვეღარ მოდიან და „1945 წლის ძალაუფლებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ასახავენ“.

Reuters-ის ცნობით, გუტიერეშმა ამის შესახებ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების სამიტზე განაცხადა.

„გლობალური ფინანსური არქიტექტურა მოძველებულია, დისფუნქციური და უსამართლოა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური არეულობისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, მან ვერ შეასრულა თავისი ძირითადი – გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფუნქცია“, – აცხადებს გუტიერეში. 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები