კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზს 25 მაისს, მას შემდეგ დატოვებენ, რაც „ყველა იმ ტერიტორიას დაიპყრობენ უკანასკნელ კვადრატულ სანტიმეტრამდე, რომელთაც აღების პირობაც დადეს“. ამის შესახებ CNN წერს.
პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის ძალების წასვლის შემდეგ, პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადააბარებენ.
„1-ელი ივნისიდან წინა ხაზზე ვაგნერის აღარცერთი მებრძოლი აღარ იქნება იქამდე, ვიდრე არ გავივლით რეორგანიზაციას, აღჭურვას და წვრთნას“, – აღნიშნავს პრიგოჟინი.