ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 09:59 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
8°C clear sky

საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით, საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღგენასა და ამაზე აშშ-ის რეაგირებაზე დაუსვეს კითხვა.

„ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა აუკრძალა რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცეში შესვლა. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ, მთელმა დასავლურმა საზოგადოებამ, ამ რეჟიმისგან დისტანცირება მოვახდინეთ და ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო“, – დასძინა მილერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები