ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 30, 2024 03:52 საათი

თბილისი

აპრ 30 - სამ
Tbilisi, GE
17°C clear sky

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია – რიში სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მომავალი  წევრობის მხარდაჭერა დაადასტურა.

„ვეთანხმები ნატოს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია და რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის“, – თქვა მან.

ამასთან, მოლდოვაში სამიტის ფარგლებში სუნაკთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სუნაკს შორი მანძილის Storm Shadow რაკეტების მიწოდებისთვის.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მოლოდინები ვილნიუსის ნატოს სამიტიდან. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მიიღოს მკაფიო სიგნალი ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ, რაც კიდევ ერთი მამოძრავებელი ფაქტორი იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და უკრაინელი ხალხისთვის“, – აცხადებს რიში სუნაკი.

როგორც ცნობილია, უკრაინა ივლისში ვილნიუსის ნატოს სამიტიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები