პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუთმენლად ელის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებას და ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების გარანტიები საჭიროა იქამდე, სანამ უკრაინაში ალიანსში არ არის. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
როგორც ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინამ ალიანსთან დაახლოების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გადადგას გარკვეული ნაბიჯი ალიანსთან დაახლოებაში და უნდა მივიღოთ ეს სიგნალი ნატოს ქვეყნებიდან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინა ნატოში რომ ყოფილიყო, რუსეთი თავს ვერ დაესხმებოდა.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიები ნატოა“, – თქვა ზელენსკიმ და უპასუხა შეკითხვას ნატოს გარეთ უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობის შესახებ.