ესტონეთის ხელისუფლებამ 58 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიაში შემავალ ყველა პირს აეკრძალა ესტონეთში შესვლა, რადგან ისინი მონაწილეობდნენ ან „წვლილი შეიტანეს“ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში.
„პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტი და გამავრცელებელი. დრო იყო ის შავ სიაში შესულიყო. მან გაამართლა რუსეთის შეჭრა უკრაინაში და დაიცვა პუტინის პოზიციები“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სისასტიკეს უკრაინაში, ასეთებს ვერ მიესალმებიან ესტონეთში.
„მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, შემოიღონ აკრძალვა რუსეთის სასტიკი დანაშაულების მხარდამჭერთა და ჩამდენთა შემოსვლაზე“, – განაცხადა მინისტრმა.