რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსებს პატრიოტიზმი მათმა წინაპრებმა უანდერძა და დღევანდელი თაობისთვის „ეს წმინდა მემკვიდრეობაა“. ამის შესახებ პუტინი რუსეთის ფედერაციის დღესთან დაკავშირებით მისალოც განცხადებაში აღნიშნავს.
„ჩვენმა წინაპრებმა პატრიოტიზმი და სამშობლოს ბედზე პასუხისმგებლობა დაგვიბარეს. წინაპრებმა ამას ჭეშმარიტად დიდი შრომით და სამხედრო გამარჯვებებით მიაღწიეს. ახლა ჩვენ განსაკუთრებით კარგად ვაცნობიერებთ რას ნიშნავს მათი მიღწევა, მტკიცე გადაწყვეტილება, სამშობლოს დაცვა და სამშობლოს კეთილდღეობისთვის მუშაობა“, – განაცხადა პუტინმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინის თქმით, ეს მემკვიდრეობა რუსებისთვის წმინდაა.
„ჩვენ წინაპრების ტრადიციების ერთგული ვართ. დღეს, რუსეთისთვის რთულ პერიოდში, ისინი აერთიანებენ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი გმირები „სპეცოპერაციის მონაწილეები“ ემსახურებიან სამშობლოს კეთილდღეობას“, – დასძინა პუტინმა.