ჩინეთმა მხარემ რუსეთისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთს რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევია და არც გაუწევს.
„არ ვიცი, საიდან მოდის ეს ცნობები. ჩვენი გრძელვადიანი პრინციპი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არის ყოველთვის დავიცვათ ობიექტური და სამართლიანი პოზიცია და ვიყოთ მოწოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობისკენ და არა ცეცხლის გაღვივებისკენ“, – განაცხადა ვენბინმა
ცნობისთვის, ინფორმაცია ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ჯავშანტექნიკის გადაცემის შესახებ რამდენიმე უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა გაავრცელა.