ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 18:23 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
12°C clear sky

ყველა, ვინც უკრაინას და საქართველოს უღალატა, ყველაზე მკაცრი სანქციებით უნდა დასანქცირდეს – მიხეილ სააკაშვილი

მე მინდა ვთქვა, რომ ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი პატიმრობა არის პუტინისა და ივანიშვილის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად. ეს არის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მე არ შემეშინდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, მე არ შემეშინდა 2008 წლის ომის დროს, დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა, მე არ შემეშინდა არც 2021 წელს, როცა საქართველო იხრჩობოდა და დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ე.წ სასამართლოს პირობებშიც კი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები