ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 07:24 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

რუსეთის კასეტური საბრძოლო მასალები ბევრად ეფექტურია, ვიდრე ამერიკული – სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის, მოსკოვი იძულებული გახდება, „მსგავსი იარაღი“ გამოიყენოს უკრაინული ძალების წინააღმდეგ.

„იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწოდებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდებიან, საპასუხოდ მსგავსი იარაღი გამოიყენონ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ“, – აცხადებს შოიგუ.

როგორც The Guardian წერს, შოიგუმ აღნიშნა, რომ რუსეთსაც აქვს კასეტური საბრძოლო მასალები და თან უფრო მძლავრი, ვიდრე ამერიკულია.

„უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს კასეტური საბრძოლო მასალები აქვს. ისინი ბევრად ეფექტურია, ვიდრე ამერიკული“, – ამბობს შოიგუ. 

შეგახსენებთ, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას მხარი დაუჭირა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები