რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს, როგორ აფასებს უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რაზეც მან უპასუხა, რომ მისი შეფასება დადებითია. პუტინის თქმით, უკრაინა შეტევით მოქმედებებში ვერ აღწევს წარმატებას.
„დადებითად ვაფასებ. ჩვენი მებრძოლები ზოგიერთ რაიონში გმირულად გადადიან შეტევაზე, მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელად იკავებენ ყველაზე ხელსაყრელ პოზიციებს. ხოლო მტრის ყველა მცდელობა, გაარღვიონ ჩვენი თავდაცვა, რომელი ამოცანაც სტრატეგიული რეზერვების გამოყენებით ხორციელდება, წარმატებით ვერ გამოირჩეოდა მთელი შეტევის ეტაპზე. მოწინააღმდეგეს არ აქვს წარმატებები“, – აცხადებს პუტინი.