გერმანიის ქალაქ შორტენსში ჯგუფური ძარცვა მოხდა, რომლის ფიგურანტებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები არიან.
როგორც გერმანულ მედიაში იწერება, 24 ივლისს, დაახლოებით 18:45 საათზე მიულენვერგის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტში ეჭვმიტანილი თვითმომსახურების სალაროსთან მივიდა, სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით (რომლითაც როგორც წესი, სუპერმარკეტის თანამშრომლები სარგებლობენ) გახსნა სიგარეტების განყოფილება და იქიდან თითქმის 330 ევროს ღირებულების პროდუქცია ჩაიყარა ჩანთაში.
„მან სალაროს ისე ჩაუარა, რომ თანხა არ გადაუხდია. მას შემდეგ, რაც კონსულტანტი გამოელაპარაკა, კაცმა ერთ-ერთ თვითმხილველს, რომელიც წინ ეღობებოდა, ხელი ჰკრა და მიიმალა. კონსულტანტმა მაღაზიაში მისი ორი თანამზრახველი შეამჩნია. ყველა მათგანმა მიმალვა მოახერხა. სამივე ეჭვმიტანილი საქართველოდანაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოწმემ, რომელიც მათ გაჰყვა, მოპარული ნივთების ნაგვის ურნიდან ამოიღო.
მოგვიანებით, სამივე ეჭვმიტანილი დააკავეს. მათ ოლდენბურგის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.