ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 06:00 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

გერმანიაში ტანსაცმლის ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიის ქალაქ შვარცენბერგში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც მაღაზიიდან დაახლოებით 170 ევროს ღირებულების ტანსაცმლის ქურდობა ედება ბრალად. ეჭვმიტანილი 38 წლის კაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ღამის საათებში, პოლიცია ერთ-ერთ ქუჩაზე მივიდა, სადაც ავტოსადგომზე მსუბუქი ავარია მოხდა. სამართალდამცველები ინციდენტის ადგილზე მუშაობდნენ, როცა შეატყობინეს, რომ იქვე, ქურდობაში ეჭვმიტანილი მიიმალა.

„ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომელმა შეამჩნია კაცი, რომელსაც სავარაუდოდ, ტანსაცმელი ჰქონდა მოპარული. ის კაცს მაღაზიიდან გამოჰყვა, რა დროსაც, სავარაუდო დამნაშავე გაიქცა. ქალი, სავაჭრო ცენტრის სხვა თანამშრომელთან ერთად მას გაეკიდა. მალევე, მათ პოლიციელებიც შეუერთდნენ. ეჭვმიტანილი იქვე იპოვეს. მას თან ჰქონდა დაახლოებით 170 ევროს ღირებულების ახალი ტანსაცმელი“, – წერს გერმანული მედია.

მომხდარზე აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები