ირანი არის რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი უკრაინის წინააღმდეგ ომში – ამჟამად ქვეყნებს შორის სამხედრო პარტნიორობა ღრმავდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
პატელმა აღნიშნა, რომ ირანი რჩება რუსეთის მთავარ სამხედრო მოკავშირედ.
„რუსეთმა ირანიდან მიიღო ასობით ერთჯერადი თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე, უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების აღჭურვილობა“, – აღნიშნა მან.