ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 05:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

რუსული ჯარების შეტევა ხარკოვის, კიევისა და სუმის რეგიონებზე წარუმატებელია – არესტოვიჩი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წარუმატებლად მიიჩნევს რუსული ჯარების შეტევას ხარკოვის, კიევისა და სუმის რეგიონებზე.

„ჩვენი ძალები ათავისუფლებენ სუმის ოლქს, ხარკოვისა და კიევის ნაწილს, იქიდან რუსული ჯარები გადიან. ეს მათთვის მარცხია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ამის გამო რუსეთის მხრიდან ბევრი ბირთვული შანტაჟი იქნება.

„მათ ვერც კი გაბედეს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ შიდა პროტესტისა და სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობისა ქვეყნის შიგნით“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ამბობს, რომ კრემლის გეგმები ჩაიშალა.]

მისი თქმით, ბელორუსიის ომში ჩართვის ალბათობა ძალიან დაბალია.

„რუსეთს ეშინია ბელორუსიის სპეცოპერაციაში ჩართვის, რადგან ისინი უკრაინის მხარეს გადავლენ და იქნება მძლავრი ოპერაცია მინსკის მიმართულებით. მათ ეს კარგად ესმით და ეშინიათ“, – დასძენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები