ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 15, 2025 18:05 საათი

თბილისი

Apr 15 - Tue
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

კულება ომის გაყინვაზე – ახლა იარაღის დროა და არა დიპლომატიის

„კონფლიქტის რაიმე გაყინვაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ახლა ცეცხლის შეწყვეტის დრო არ არის“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ პარიზში ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ ყრუ და გვესმის ხმები პუტინთან მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ“, – თქვა კულებამ.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ კრემლის დიქტატორთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან ის იტყუება და არ ასრულებს შეთანხმებებს.

„რაზე შეიძლება მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელიც ბავშვებს კლავს რაკეტებით, ცრუობს მსოფლიო ლიდერების პირისპირ და ანადგურებს საკუთარ მხლებლებსაც კი, რომლებსაც მან თითქოს გარანტიები მისცა?“ – თქვა კულებამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის