ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 26, 2024 09:18 საათი

თბილისი

Nov 26 - Tue
Tbilisi, GE
5°C overcast clouds

რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს – სერგეი ლავროვი

რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წელს მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციაში მიღებული დებულებების შესრულების პირობებში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვმა უკრაინის სუვერენიტეტი აღიარა მისი დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის საფუძველზე, სადაც „წერია ბევრი კარგი რამ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და პირდაპირ არის ნახსენები რუსული ენა“.

„ჩვენთვის, ამ დეკლარაციაში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხებოდა იმას, რომ უკრაინა იქნება უბლოკო ქვეყანა და არ შევა არცერთ სამხედრო ალიანსში. იმ პირობების შესრულების შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებს არ განიხილავს, რადგან რუსეთი ერთხელ უკვე მოატყუეს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები