ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 03:07 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
10°C clear sky

ნატო კვლავ ადასტურებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას – მირჩა ჯოანა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ნატო კვლავ ადასტურებს უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას უძღვებოდა, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის.

ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მათ შორის ალიანსის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით და უკრაინის ძალების ნატოსთან სრული თავსებადობის უზრუნველყოფით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა “ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის