პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელს სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ ღაზაში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.
„ჩვენ უნდა შევიდეთ. ჩვენ ახლა არ შეგვიძლია მოლაპარაკება“, – უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს.
როგორც მედია წერს, მოხსენების თანახმად, რომელიც აშშ-სა და ისრაელის სამ წყაროს მოჰყავს, ბაიდენს არ უცდია მისთვის აზრი შეეცვლევინებინა.
ნეთანიაჰუმ მასთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ ისრაელი ჰეზბოლასთან მეორე ფრონტის გახსნით შეშფოთებულია.
წყაროს ცნობით, მედია ასევე იუწყება იმის შესახებ, რომ კატარის ხელმძღვანელობით ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები „გარკვეულ წინსვლას” აღწევს.
როგორ მედია წერს, ღაზას საზღვარზე პალესტინის ჯგუფის თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც მან 100-ზე მეტი ისრაელი გაიტაცა, კატარი ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს.