ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 23, 2025 10:11 საათი

თბილისი

Apr 23 - Wed
Tbilisi, GE
18°C clear sky

ბოლო 10 წელიწადში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ

2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ პროფესიული განათლების ბიუჯეტი გავაოთხმაგეთ. დღეის მდგომარეობით 30 საჯარო პროფესიული სახელმწიფო კოლეჯია შექმნილი, 40-მდე ლოკაციაა გამოყოფილი თავისი ფილიალების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს. წელს რეკორდული, 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი. ჯამში, ბოლო 10 წელიწადში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ პროფესიული კოლეჯების განვითარებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის