ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:29 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

რობერტ კენედი-უმცროსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი

ამერიკელი პოლიტიკოსი რობერტ კენედი-უმცროსი აცხადებს, რომ ის „დემოკრატიულ პარტიას“ ტოვებს და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.

რობერტ კენედი ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ასახელებს:

1️⃣ მე თავისუფალი ვარ სამხედრო კომპანიების გავლენებისგან და ამიტომ შესაძლებლობა მექნება, რომ საგარეო პოლიტიკა ავაგო მშვიდობასა და დემოკრატიაზე

2️⃣ ჩემზე არ აქვთ გავლენა მდიდარ დონორებს, ამიტომ მათ გარკვეული მაქინაციების და თაღლითობების შესაძლებლობას არ მივცემ. ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს

3️⃣ ვინაიდან მე თავისუფალი ვარ უოლ-სტრიტის გავლენისგან, მე ბანკის მევალეების უფლებებს დავიცავ

4️⃣ ჩემზე არ აქვთ გავლენა დიდ კომპანიებს, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. შესაბამისად მე გავასუფთავებ მიწას, ჰაერს და წყალს

5️⃣ ვინაიდან თავისუფალი ვარ დიდი კორპორაციების გავლენისგან, შესაძლებლობა მექნება, მათ მიერ ჩვენი ფედერალური სააგენტოების ხელში ჩაგდების ფაქტები გამოვიძიო

6️⃣ და ბოლოს, ვინაიდან თავისუფალი ვარ ამ ორი პარტიისგან, მე შევძლებ ვაწარმოო გაბედული პოლიტიკა, რომელიც პარტიებს შიგნით მიმდინარე დისკუსიებს და მათ დავალებებს სცდება – წერს კენედი ტვიტერზე.

ცნობისთვის, რობერტ კენედი-უმცროსი არის კენედების ოჯახის წევრი. ის აშშ-ის სენატორის, რობერტ ფრენსის კენედის შვილი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმის შვილია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე