ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

ისრაელში ომის დაწყებიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა

ბოლო 15 დღის განმავლობაში ისრაელიდან საქართველოში 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. მათგან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 1500-მდეა, ხოლო დანარჩენი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა. ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ უკვე აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს ისრაელიდან. თუმცა არის ისრაელის სამი კომპანია, რომლებიც თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებენ.

„დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები და გარდა ამისა, არის პირდაპირი რეისები, რომელსაც ახორციელებს ისრაელური კომპანიები – „ელალი“, „ისრეარი“ და „აირკია“.

აეროპორტის დაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად უსაფუძვლოა. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, უბრალოდ მთელი რიგი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანიებმა საომარი მოქმედებების გამო შეუჩერეს დაზღვევა ვეღარ ახორციელებენ ფრენებს, თუმცა დღეს თბილისის მიმართულებით 2 ფრენა არის, ხოლო ლარნაკის მიმართულებით უკვე 10 რეისი განხორციელდა. ძირითადად ეს რეისები სავსე არ არის, ანუ მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, ვიდრე რეისები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გადავსებული იქნებოდა რეისები. ვისაც სურვილი აქვს ისრაელის დატოვების ტოვებს ისრაელს, ვისაც სურვილი აქვს რჩება“, – თქვა ლაშა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანიას შეფასებით, ისრაელში მარტივი ვითარება არ არის.

„იგივე ვითარებაა რაც იყო 12 დღის წინ. პირველი სამი დღე უმართავი ვითარება იყო და შემდეგ ისრაელმა სრული კონტროლი აიღო. არის ალაგ-ალაგ ტერორისტული აქტები, არის ჩრდილოეთიდან საჰაერო თავდასხმები, ამის გამო ისრაელმა ლიბანის საზღვრიდან 5 კმ-ის სიღრმეში საევაკუაციო ზონა გამოაცხადა, ხოლო ღაზას სექტორის გარშემო 7 კმ-ია საევაკუაციო ზოლი“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები