ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 07:31 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
8°C broken clouds

ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა.

როგორც რუსული სამთავრობო მედია წერს, პუტინის თვითმფრინავი გამთენიისას დაეშვა ასტანაში.

„ტასის“ ცნობით, ყაზახეთში ვლადიმერ პუტინს დატვირთული სამუშაო განრიგი ექნება.

„სახელმწიფო რეზიდენციაში პუტინი ყაზახ კოლეგას შეხვდება, ამის შემდგომ კი ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებები გაიმართება. შემდეგ კი ხელი მოეწერება დოკუმენტებს. შემდეგ ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ“, – წერს რუსული მედია.

გარდა ამისა, ტოყაევი რუსეთის ლიდერის პატივსაცემად ოფიციალურ მიღებას გამართავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის